ბათუმში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

20.05.21 10:49
ბათუმში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

გუშინ, ბათუმში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია ტვ პირველს ბათუმის რეფერალურ საავადნყოფოში დაუდასტურეს, სადაც დაშავებულები შეიყვანეს.

გარდაცვლილი 60 წლის იყო. ექიმის განმარტევიბით, მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება სხვა დაშავებულებებს, 3 მათგანი ბათუმის რეფერალურ საავადნყოფოში აგრძელებს მკურნალობას, ერთი კი ბაუმში. ექიმების თქმით, ოთხივე მათგანის ჯანმრთელიბის მსგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ წუხელ, ბათუმში, ხიᲛშიაშვილის ქუჩაზე, შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანებს ერთი მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც 2 ავრომობილი დაინტვრა და 5 ადამიანი დაშავდა.


შინაგან საქმეა სამიმისტრომ მოხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. უწყებაში არ აკონკრეტებენ დაკავებულია თუ არა ვინმე.