სკანდალი ტექინსპექტირების ცენტრში - კომპანია გაუმართავ ავტომობილებზე ყალბ საბუთებს გასცემდა

20.05.21 11:12
სკანდალი ტექინსპექტირების  ცენტრში - კომპანია გაუმართავ ავტომობილებზე ყალბ საბუთებს გასცემდა

სკანდალი ტექინსპექტირების  ცენტრში - კომპანია „ქვიქტესტის“ თანამშრომელი ყალბი საბუთის გაცემისთვის დააკავეს.  კომპანიის ტექნიკური მენეჯერი ადასტურებს, რომ თანამშრომელმა უვარგის ავტომობილზე ტექდათვალიერების დადებითი დოკუმენტი გასცა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ კომპნიაში ეს ყალბი დოკუმენტის გაცემის პირველი შემთხვევა არ იყო. 

რაღაც ფაქტი მოხდა, კი. დოკუემნტის გაყალბება. მე როგორც ვიცი, გირაოთი გაათავსიუფლეს. მე დაკითხვაზე არ ვყოფილვარ, - ამბობს ტენიკური მენეჯერი. 

გამოძიების ინფორმაციით, ადამიანიანი, რომელმაც უხარისხო ავტომობილზე ტექდათვალიერების საბუთი გასცა, ლევან მერკივილაძეა. ის ამჟამად თავისუფლებაზეა, მას სასამართლომ  5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

„პირველების“ ინფორმაციით, კოპანიის მფლობელიც და დირექტორიც ყალბი დოკუმენტების გაცემის შესახებ საქმის კურსში იქვნენ, თუმცა მათ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსენბთან კავშირების გამო, საქმის ჩაფარცხვა მოახერხეს. 

ცნობილია, რომ კომპანიის დირექტორი, დავით ქორიძე საგარეო დაზვერვის უფროსის ნათესავი, ხოლო კომპანიის მფლობელი  გურიის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ჩხაიძეა.