თავდასხმა "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალზე - ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებული ბანკის მეანაბრეა

20.05.21 11:14
თავდასხმა "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალზე - ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებული ბანკის მეანაბრეა

თავდასხმა "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალზე - არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც 15- მდე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ბანკის მინები ჩაამსხვრია, "საქართველოს ბანკის" მეანაბრეა. 

მამაკაცი გუშინვე დააკავეს. ფილიალი კი დღეს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. 

"ამბობენ, სახლი წაართვა ბანკმაო, "ჩაქუჩი" აუღია, აპარატები დაუმტვრევია, მინა ჩაუმსხვრევია და შიგნით ბოთლით ხელში დამჯდარა, არსად გაქცეულა"- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ქუთაისელები გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი. მას ქურდობის მცდელობაში ედება ბრალი.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.