პროტესტი ნაბეღლავის ქარხანაში - თანამშრომლები ხელფასის გაზრდას ითხოვენ

20.05.21 11:21
პროტესტი ნაბეღლავის ქარხანაში - თანამშრომლები ხელფასის გაზრდას ითხოვენ

პროტესტი ნაბეღლავის ქარხანაში - ქვეყნის მინერალური წყლების მწარმოებელი კიდევ ერთი მსხვილი საწარმოს თანამძშრომლების ნაწილი გაიფიცა. სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ამჯერად თბილისის ოფისის თანამშრომლები ითხოვენ. 

კომპანიის შენობასთან ათობით თანამშრომელია შეკრებილი. ისინი ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიის ხელმძღვანელობისგან  არა ერთი დაპირება მიიღეს, თუმცა ამ დრმდე არაფერი შეცვლილა.

ხელფასის გაზრდას ველოდებით, ამიტომ არ ვმუშაობთ. დიდი ხანია, ამას ვითხოვთ, ვმუშაობთ 630 ლარზე, თითქმის არაფერში გვყოფნის, - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი.
 

კომპანიის თანამშრომლები პროტესტის შეწყვეტას სასურველი შედეგის მირებამდე არ აპირებენ.