მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ?

29.05.23 13:42
მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ?

ქვეყნის მოსახლეობის 15.6% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს  ქვემოთ იმყოფება, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებია.

გაჩილებით მძიმე სურათია სოფლებში - კვლევის თანახმად, 2022 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა სოფლის მოსახლეობის 20.6% იმყოფებოდა, ქალაქის მოსახლეობისა კი – 12.3%. 

2022 წელს, 2021-თან შედარებით, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფშია შემცირებული. 

  • 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი – 20.4% (-2.3%);
  • 18-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი – 15.3% (-2%);
  • 65 წლის და უფროსი ასაკობრივი ჯგუფი – 10.5% (-1.4%).

საქსტატის ცნობით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა როგორც ქალებში, ისე კაცებში.  ქალების  მაჩვენებელი 1.8%-ით შემცირდა და 15.3% შეადგინა, ხოლო კაცებში 2.1%-ით შემცირდა და 15.8% იყო.