"მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას" - ზურაბიშვილმა ედოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

29.05.23 16:51
"მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას" - ზურაბიშვილმა ედოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და "Twitter"-ზე ოფიციალურ მიმართვას ავრცელებს. 

"ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახალ არჩევას! საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან, რომლებსაც მტკიცე ურთიერთობები აკავშირებთ და რომელიც აგრძელებს განვითარებას. მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად" - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის “ცესკომ” არჩევნებში გამარჯვებულად ერდოღანი გამოაცხადა. მოქმედმა პრეზიდენტმა ოპოზიციის კანდიდატს ოთხ პროცენტიანი სხვაობით მოუგო.