მღვდელი იზოლაციაში - "მამა გიორგის ადვოკატთან შეხვედრას უფლება წაართვეს, არ ეძლევა ზიარებისა და აღსარების უფლება"

20.05.21 11:56
მღვდელი იზოლაციაში - "მამა გიორგის ადვოკატთან შეხვედრას უფლება წაართვეს, არ ეძლევა ზიარებისა და აღსარების უფლება"

მღვდელი იზოლაციაში - მამა გიორგი მამალაძესთან ციხეში ადვოკატებსაც არ უშვებენ, არადა პატიმარმა დეკანოზმა 9 წლიანი სასჯელის ნახევარი უკვე მოიხადა და ადვოკატებს მასთან ვადაზე ადრე გათავისუფლების სტრატეგია ჰქონდათ შესათანხმებელი. შესაძლოა, მამა გიორგი მამალაძემ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მეორედ მიმართოს. 

ზურაბიშვილის ერთი უარის შემდეგ, უკვე ერთი წელი გავიდა და მღვდელს განმეორებით მიმართვის უფლება აქვს. 

დაცვის უფლების განხორციელება მეზღუდება. ზამთრის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოვახერხე შესვლა, გაზაფხულზე კი შესვლაც კი ვერ მოვახერხე. პასუხი ერთი და იგივე, შაბლონურია, რომ ადგილი არ არის. იქ ნამდვილად არის გარკვეული სივრცეები, რომელსაც მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა მაღალ იერარქს უნდა საპატრიარქოდან, რომ მსჯავრდებულთან შევიდეს. მრჩება განცდა, რომ ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული ადვოკატების წინააღმდეგ"- განუცხადა "პირველებს" ფანცულაიამ. 

დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე აღნიშნავს, რომ მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

დავალებაა საპატრიარქოსგან, რომ ადვოკატებმა მამა გიორგის მონახულება ვერ შეძლონ. მას აუკრძალეს აღსარებისა და ზიარების თქმაც. მასთან არცერთი მღვდელი არ შეუშვეს. მას სჭირდება ადვოკატთან კონსულტაცია, თუმცა ეს უფლება ეზღუდება. იმიზეზებენ პანდემიას, მაგრამ ეს არის აბსურდული, რადგან, ზუსტად ამ დაწესებულებაში, როცა მივდივარ, იქ სხვა მსჯავრდებულებთან არაერთი ადვოკატი შედის"- აცხადებს მამალაძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის 2017 წელს, თბილისის აეროპორტში დააკავეს.

თავდაპირველად იყო ვერსია, თითქოს დეკანოზი მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ განაცხადა, რომ სასულიერო პირს თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

მსგავსი სიახლეები