საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს

29.05.23 20:49
საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს

საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს - თითქმის ყოველი მესამე ადამიანი  ქვეყანაში შიმშილობს.   ეკონომიკის მინისტრი არსებულ მძიმე რეალობას აღიარებს, თუმცა მთავრობის  დამსახურებას  მიაწერს,რომ მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით ოდნავ შემცირებულია. დავითაშვილი  საქსტატის დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს ეყრდნობა.  მაგრამ  ჩნდება კითხვა - თუ ღარიბი ადამიანების რიცხვი შემცირდა, სად არიან გამდიდრებული მოქალაქეები? 

ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ საქმე გვქონდეს ციფრებით მანიპულაციასთან. საქსტატის მონაცემებში ვერ მოხვდა იმ ადამიანების რეკორდული რაოდენობა, ვინც ქვეყანა  სწორედ უკიდურესი სიღატაკის გამო დატოვა.  ვინც დარჩა, ისინი ამბობენ, რომ თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვთ. ამაში დასარწმუნებლად ქუჩაში ცოტა ხნით გასვლაც კი  საკმარისია. ადამიანებისთვის ყოველი დღე  გადარჩენისთვის ბრძოლაა. 

ვინ გვატყუებს და რატომ? - ანა მდივანი მოგიყვებათ

 

მსგავსი სიახლეები