პროცესების სერია საქალაქო სასამართლოში - სამოქალაქო აქტივისტები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ

20.05.21 12:04
პროცესების სერია საქალაქო სასამართლოში - სამოქალაქო აქტივისტები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ

 სასამართლო პროცესების სერია საქალაქო სასამართლოში - დღეს  ერთმანეთის მიყოლებით 12 სამოქალაქო აქტივისტოს საქმეზე სხდომები ჩაინიშნა. გამოძიება მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციისადმი დაუმორჩლებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.  

ახალგაზრდები თვლიან, რომ  პოლიციის სამიზნე არიან და მათ პოლიტიკური ნიშნით დევნიან. სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი პროტესტის ნიშნით სასამართლო სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. 

სამოქალაქო აქტივისტები ასევე, ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მათ განსაკუთრებულად ებრძვის. ამის დასტურად ისინი ადმინისტრაციული კოდექსის გამკაცერბასაცა ასახელებენ. 

დაკავებები მოხდა უკანონოდ. სასამართლო პროცესებით, უკანონო დაკავებებით,  კდექსის გამკაცრებით „ქართული ოცნება“ ცდილობს აჩვენოს, სიგნალი მისცეს თითოეული აქტიურ მოქალაქეს, რომ ისინი აქტიურად იქნებიან ჩართულები მათ წინააღმდეგ ბრძოლაში,აუცილებლად დაისჯებიან,- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
 

რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე ცნობილი სასამართლო პროცესების შემდეგ გახდება.