მარნეულში 16 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით გოგონას ბიძა დააკავეს

მარნეულში სკოლის მოსწავლის გაუპატიურება სცადეს - სექსუალური ძალადობის ბრალდებით 16 წლის მოზარდის ბიძაა დაკავებული.
გოგონამ უკვე დეტალური ჩვენება მისცა გამოძიებას. მისი თქმით, 50 წლის კაცი მასზე სისტემატიურად ძალადობდა და გაჩუმებას მკველელობის მუქარით აიძულებდა.
გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცი ახლა წინასწარი პატიმრობაშია და ირწმუნება, რომ უდანაშაულოა. გოგონა კი უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგოამრეობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.