მასშტაბური სპეცოპერაცია უკრაინაში - დაკავებულია ე.წ.კანონიერი ქურდი „ლაშა სვანი“

20.05.21 12:20
მასშტაბური სპეცოპერაცია უკრაინაში - დაკავებულია ე.წ.კანონიერი ქურდი „ლაშა სვანი“

მასშტაბური სპეცოპერაცია უკრაინაში - სამართალდამცავებმა ორი ყველაზე გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი - "ლაშა სვანი" და მეტსახელად "უმკა"  დააკავეს.

"სვანი" იგივე ლაშა ჯაჭვლიანი, უკრაინის ტერიტორიაზე ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტად ითვლება. მან ე.წ. 1995 წელს მიიღო.

ირკვევა, რომ "სვანი" ერთდროულად რამდენიმე ოლქში კრიმინალურ ქსელს აკონტროლებდა. 

უკრაინელი სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებულები კრიმინალურ დაჯგუფებებს აყალიბებდნენ და თავიანთ წარმომადგენლების საშუალებით მართავდნენ. დაკავებულები აკონტროლებდნენ კრიმინალებს დნეპროპეტროვსკში, ოდესაში, ნიკოლაევში, ზაპოროჟიასა და დასავლეთის რეგიონის ნაწილში.

გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ჯაჭვლიანი ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.