"გადატენილი იარაღით მივიდა, თქვი, რომ რუსეთი ოკუპანტიაო" - მესაზღვრე, რომელმაც ტურისტებს ესროლა, ისევ თავისუფალია

30.05.23 12:42
"გადატენილი იარაღით მივიდა, თქვი, რომ რუსეთი ოკუპანტიაო" - მესაზღვრე, რომელმაც ტურისტებს ესროლა, ისევ თავისუფალია

რეინჯერი, რომლმაც საქართველში სამოგზაუროდ ჩამოსულ ტურისტებს თავისუფლება აღუკვეთა, შემდეგ კი სამასახურეობრივი იარღიდან ესროლა ისევ თავისუფალია. პირდაპირი  ჩვენების მიუხედავად, კოკა კაციტაძის უწყებას სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლისთვის ბრალდება ისევ არ წარუდგენია. უმძიმესი შემთხვევა ვაშლოვანის ნაკრძალში მოხდა, სადაც თვითმხილველების ინფორმაციით მთვრალმა რეინჯერი ტურისტებთან გადატენილი იარაღით მივიდა და მათ ეუბნებოდა, "აბა თქვი, რომ რუსეთი ოკუპანტიაო".

"როდესაც ამხელა პასუხისმგებლობა გაქვს, ხარ მესაზღვრე და იცავ საზღვარს, არანაირი უფლება არ გაქვს, რომ მთვრალმა გადატენილი იარაღით იარო და თუნდაც რუსი ტურისტი შეაწუხო და გაგახსენდეს მთვრალ მდგომარეობაში, რომ რუსეთი ოკუპანტია. კი, ყველამ ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ეს იმის უფლებას არ გაძლევს, რომ მიხვიდე გადატენილი იარაღი მიუშვირო და აბა თქვი, რომ რუსეთი ოკუპანტიაო. თვითონ ყვიროდა, ღრიალებდა და ამბობდა, რომ გაიღვიძეთ ვინმემ რუსული არ იცით, რომ დამალაპარაკოთ ამ რუსებთან და რომ არავინ გავეცით ხმა, დაიწყო შემდეგ უკვე ამ რუსებთან პომიდორი დააგდო. მომაწოდე, იქ რუსეთი ოკუპანტია ტექსტების თქმა. აქედან წამოვიდა უკვე კონფლიქტიც. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ჩვენ კარავში ვიყავით, კარვიდან ვერ გამოვედით იმიტომ, რომ საშიში იყო და საფრთხეს არ შევუქმნიდით ჩვენ თავს. ერთი იყო სროლა და მეორედ გადატენა იარაღი და დაიდო გვერდით" - ამბობს ფოტოგრაფი, ნანუკა ავალიანი.

მსგავსი სიახლეები