რატომ გადასცეს მიწები "ოცნებასთან" დაახლოებულ კომპანიას? - კალაძე კითხვას გაურბის

30.05.23 13:39
რატომ გადასცეს მიწები "ოცნებასთან" დაახლოებულ კომპანიას? - კალაძე კითხვას გაურბის

რატომ გადასცა მერიამ მიწის ნაკვეთები „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ კომპანიას? - კალაძე კითხვას არ პასუხობს. დღეს "პირველებმა " მერს კითხვა  „შაბატის ეთერში" გასული იმ რეპორტაჟის შესახებ დაუსვა, რომელიც  თბილის მერიის სავარუდო კორუფციულ გარიგებებზე მიანიშნებს.  მერი გაიქცა, თუმცა მის მოადგილე ამბობს, რომ მიწების გაცვლა კანონის ფარგლებში მოხდა და ამ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.

გიორგი ტყემალაძე ირწმუნება, რომ მერიამ ყველაფერი კანონის სრული დაცვით გააკეთა და ამბობს, რომ მზად არიან, გამოძიებს ნებისმიერ კითხვაზე გასცენ პასუხი. 

მე თუ ვაღიარებ, რომ კონკრეტულად ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მაქვს მონაცვლეობის ვალდებულება, იქ უკვე მე მესაკუთრეს ვერ შევზღუდავ, იმან განახორციელოს ეს პროცედურა თუ მან გაასხვისოს და ახალი მესაკუთრე მოვიდეს, ამიტომ აქ ყველაფერი, დამერწმუნეთ, მეგობრებო, არის კანონმდებლობის სრული დაცვით. ოპოზიციას, რა თქმა უნდა, აქვს ყველანაირი უფლება, გააკრიტიკოს, არ დაგვეთანხმოს. ჩვენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვართ მზად, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვიღებთ და მივიღეთ სწორი, სამართლებრივი გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, თუ რაიმე კითხვა იქნება, მზად ვართ ვუპასუხოთ, - ამბობს ტყემალაძე.

შაბათის ეთერის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა თბილისში აღმოაჩინეს სამშენებლოდ გამოუსადეგარი მიწები, რომელსაც ბიზნესმენები ჯერ ყიდულობენ, შემდეგ თავს დაზარალებულად აცხადებენ და მერიას უფრო უკეთესს და ძვირადღირებულ ქონებას სთხოვენ. ასე გადასცეს თითქმის ხუთი ათასი კვადრატული მეტრი  მიწა ლისზე ბიზნესმენს, რომელიც მალე, სავარაუდოდ, კორპუსებს ააშენებს. დოკუმენტზე კალაძის ხელმოწერაა, თუმცა  საეჭვო გარიგეგებში მისი მოადგილეცაა მხილებული.

ოპოზიციამ საჩივარი პროკურატრუაში უკვე შეიტანა.  

მსგავსი სიახლეები