რას შედეგები მოჰყვება რუსეთთან ურთიერთობის დათბობას? - კითხვამ პრემიერის წყობიდან გამოიყვანა

30.05.23 14:09
რას შედეგები მოჰყვება რუსეთთან ურთიერთობის დათბობას? - კითხვამ პრემიერის წყობიდან გამოიყვანა

რა შეიძლება მოჰყვეს რუსეტთან ურთიერთობების დათბობას? -  "გლობალ სეკის" ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა საერთაშორისო ურთიერთოიების ექსპერტმა შოთა ღვინერიამ დაუსვა, რამაც ღარიბაშვილი წყობიდან გამოიყვანა. 

თქვენ დააჩქარეთ ურთიერთობები, გაზარდეთ დამოკიდებულება რუსეთთან. ეს გამორიცხავს სანდო პრტნიორობას ევროკავშირთან და ნატოსთან, ამიტომ კითხვა არის ასეთი: შედეგები გააზრებული გაქვთ? რუსეთი თუ დამარცხდება, ამას რა გავლენა ექნება საქართელოზე?, - იკითხა ღვინერიამ.

პსუხად პრემიერმა მისივე ხელისუფლების ყოფილი დიპლომატი ლამის შეთმქმულებაში დაადანაშაულა.

დარბაზისთვის მინდა ვთქვა, ეს ადამიანი არის საქართელოს ოპოზიცია, ოპოზიციის წარმოამდგენელია, ამიტომ სვამს პროვოკაციულ შეკითხვას. საქართველო აჩვენებს პრაგმატულ დამოკიდებულებას ამ რთულ სიტუაციაში ნავიგაციას ვცდილობთ და წინ მივიწევთ ევროკავშირის გზაზე. ნებისმიერი ადამიანი ისაუბრებს მტავორბის მუშაობაზე საქართცელოში და იტყვის, რომ ჩვენ გავაკეტეთ მაქსიმუმი, ამიტომ აქცენტი სჯობს გავაკეთოთ ოპოზიციის და მტავორბის გაერთიანებაზე. ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება არ უნდა ხდებოდეს, „გააქტიურდა ურთიერთობებიო“, ასეთი სიტყვები არ არის კარგი. ეს ამ ადამიანის არჩევანია, მაგრამ დარბაზისთვის ვიტყვი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვუზრუნველყოთ სტაბილურობა, მშვიდობა, კეთილდღეობა, - თქვა პრემიერმა. 

ეს არ არის პოლარიზაცია? - კითხეს  პრემიერს გაოგენებულმა ევროპელებმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატის მინიჭება საქართველოში პოლარიზაციას დაასრულებს. 

თუ გვინდა, შემდეგ „გლობალსეკის“ ფორუმზე თავიდან ავიცილოთ პოლარიზაცია და მსგავსი კითხვები, მოგვანიჭეთ სტატუსი. სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში, - თქვა ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის გამოსვლა სლოვაკეთის დედაქლაქში ამ წუთებში მიმდინარეობს