კრიმინალური სუბკულტურა 51 სკოლაში - სკოლის დირექციას განათლების სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ

20.05.21 13:09
კრიმინალური სუბკულტურა 51 სკოლაში  - სკოლის დირექციას განათლების სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ

კრიმინალური სუბკულტურა 51 სკოლაში - სასკოლო დაფაზე სკანდალური წარწერის შემდეგ  სკოლის დირექციასა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის საიდუმლო შეხვედრა გაიართა.  რა დირექტივები მიღო სკოლამ და ღონისძიებებს გაატარებს ჯერჯერობით უცნობია. უკვე მეორე დღე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს სკოლის დირექტორი. დუმს მანდატურიც.

სკოლის დამთავრება 51 სკოლის მოსწავლეებს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიულოცა, თუმცა სკანდლაურ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

„ქურდებს სიცოცხლე“ - ამ შინაარსის წარწერა გააკეთა სასკოლო დაფაზე ერთ-ერთმა მაღალ კლასელმა. მოსწავლეების მშობლები სკოლებში კრიმინალური გავლენების გაძლიერებაზე საუბრობენ და მის აღმოფხვრას ითხოვენ.