გელათის სამონასტრო კომპლექსში სამოქალაქო აქტივისტებს შესვლა აეკრძალათ

20.05.21 13:25
გელათის სამონასტრო კომპლექსში სამოქალაქო აქტივისტებს შესვლა აეკრძალათ

კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ  გელათის ტაძრის კარი დაკეტა და იქ სამოქალაქო აქტივისტებს აღარ უშვებს. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გარეშე პირებისთვის დღეიდან სამონასტრო კომპლექსში ხარაჩოებზე ასვლა აკრძალულია.

კულტურის მინისტრის განცხადებით, ფრესკები სწორედ სამოქალაქო აქტივისტების ხარაჩოებზე ბოდიალით ზიანდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები აცხადებენ, რომ კულტურის მინისტრი და ხელისუფლება ბოლშევიკური მეთოდებით ებრძვიან. ისინი სამოქალქო მონიტორინგის შეწყვეტას არ აპირებენ. 
 

მათი ამოცანა ყოველთვის იყო, რომ შეენიღბათ რეალობა, ალტენატიული რეალობა შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის და ერტადერთი წყარო, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებდა ვიყავით ჩვენ. ვაგრძელებთ სამოქალაქო მონიტორინგსდა რა წინაღობებიც შეგვხვდება, იმ წინაღობებს საზოგადოება პერმანენტულად მყისიერად გაიგებს, - ამბობს მესამე სექტორის წარმომადგენელი. 

სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას გელათის ნგრევაში ადანაშაულებენ და საქმეში უცხოელი სპეციალისტების ცართულობას ითხოვენ.