პროტესტი ნაბეღლავის ქარხანაში - ხელმძღვანელობამ პროდუქცია შესაძლოა, თავად დაარიგოს
პროტესტი თბილისის ნაბეღლავის ქარხანაში - კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის გამო, კომპანიის ხელმძღვანელებმა პროდუქციის დისტრიბუცია თავად გადაწყვიტეს. გაფიცულები ამბობენ, რომ გზას გადაკეტავენ და სადისტრიბუციო მანქანებს არ გაატარებენ.
კომპანიის მენჯმენტსა და რიგით თანამშრომლებს შორის პირველი კომუნიკაცია შედგა. ერთ-ერთი თანამშრომელი ამ წუთებში კომპანიის ხელმძღვანელობას ხვდება. რა შედეგით დამთავრდება მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით უცნობია.