შოკისმომგვრელი ამბავი: 16 წლის გოგოზე ბიძა, სავარაუდოდ, სისტემატურად ძალადობდა

30.05.23 20:25
შოკისმომგვრელი ამბავი: 16 წლის გოგოზე ბიძა, სავარაუდოდ,  სისტემატურად ძალადობდა

16 წლის გოგო ბიძის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. გამაოგნებელი ამბავი მარნეულში მოხდა.  გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულია  50 წლის კაცი, რომელიც ცოლის ძმისშვილზე  სისტემატურად ძალადობდა, მოზარდს ხმის ამოღების შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. 16 წლის გოგო ახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

მეზობლები ყვებიან, რომ ბიძა გოგოს სახლში ხშირად დადიოდა, თუმცა სექსუალური ძალადობის შესახებ მხოლოდ კაცის დაკავების შემდეგ გაიგეს.

ბრალდებულის  წინააღმდეგ  მთავარი მტკიცებულება  მოზარდის ჩვენება და ის მოკლე ტექსტური შეტყობინებებია,  რომელსაც გოგონა მის მეგობრებს უგზავნიდა და შემზარავ ამბებს უყვებოდა.  დაკავებული  დანაშაულს არ აღიარებს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.