ქალი ევროკავშირის დროშით - მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეულმა ფოტომ "ოცნების" ცენზურა ვერ გაიარა
ქალი ევროკავშირის დროშით - ფოტომ, რომელიც 7-8 მარტის მოვლენების სიმბოლო გახდა, "ქართული ოცნების" ცენზურა ვერ გაიარა. "ნიუ-იორკ თაიმსის", "გარდიანის" და "სიენენის" მთავარ გვერდებზე განთავსებული ზურაბ ცერცვაძის ფოტო თბილისში დაიწუნეს და ფოტოგრაფს უთხრეს, რომ მისი ნამუშევარი კონკურსის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. ყველა კითხვას პასუხი მაშინ გაეცა, როდესაც გარიკვა, ვინ ატარებდა კონკურსს.
საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინიტროს დაქვემდებარებული უწყებაა, რომელსაც დეპუტატ ლევან კობიაშვილის მეუღლე ხელმძღვანელობს. ეს ის დეპუტატია, რომელმაც რუსულ კანონს მოაწერა ხელი. მისმა მეუღლემ კი ფოტო, რომელმაც მსოფლიო მოიარა და საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდა, კონკურსიდან საერთოდ ამოიღო.
ვრცლა ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.