ერთ კარავზე გამოცხადებული ნადირობა - ლაზარეს მამას უწყვეტი პროტესტის უფლებას არ აძლევენ
ერთ კარავზე გამოცხადებული ნადირობა - ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ ხელისუფლებამ მისი ოჯახის დევნა დაიწყო. უკვე მესამე დღეა 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ბიჭის მამას რუსთაველზე კარვის დადგმის საშუალებას პოლიცია არ აძლევს. ბექა გრიგორიადისის გასანეიტრალებლად გომელაურმა სამართალდამცველები პარლამენტის უკანა შესასვლელთან 24 საათაინ რეჟიმში ჩააყენა. ბექა გრიგორიადისი შვილის გათავისუფლებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.
ლაზარე გრიგორიადისის მამის მხარდასჭერად მისული ბეჟან წვიმიტაძე კი ძალის გამოყენებით დააკავეს. მის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა არაპროპორციული ძალა მხოლოდ იმის გამო გამოიყენეს, რომ ის ლაზარეს მამას კარვის გასლაში ეხმარებოდა.
მთელი ღამის განმავლობაში დაკავებულის ადგილსამყოფელს ვერავინ მიაკვლია. ბოლოს გაირკვა, რომ ახალაგაზრდა კაცი დუშეთში ჰყავდათ გადაყვანილი. ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციის ძალადობის კვალი სხეულზე ამ დრომდე ეტყობა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.