სასამართლო სისტემის სანდომიანობა მნიშვნელოვანია - ჰარცელი მოსამართლეების დანიშვნაზე

20.05.21 14:03
სასამართლო სისტემის სანდომიანობა მნიშვნელოვანია - ჰარცელი მოსამართლეების დანიშვნაზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრთა დანიშვნის პროცესზე. 

მისი თქმით, ეს სისტემის მიმართ ნდობის აღდგენას უზრუნველყოფს:

სასამართლო სისტემის რეფორმა19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი საკვანძო კომპონენტია და ეს მიღწეული შეთანხმების კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ყველა მხარე ძალიან სერიოზულად ეკიდება. ვიტყოდი, რომ მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება ყურადღების გამახვილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე და ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრთა თანამდებობაზე განმწესების პროცესზე. ეს ორი მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენისთვის სასამართლოს სისტემის მიმართ. ამის გარდა, იქნება სხვა რეფორმების განსაზღვრის ეტაპობრივი პროცესი, რომელშიც ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო პარტნიორებიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას,“ - განაცხადა ჰარცელმა.

იუსტიციის საბჭო კიდევ 4 მოსამართლე წევრს 6 დღეში აირჩევს.

კონფერენცია საბჭომ 26 მაისს, მოულოდნელად ჩანიშნა. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლეთა ე.წ კლანი გაძლიერებას მანამდე გეგმავს ვიდრე პარლამენტი სასამართლო რეფორმის შესახებ მსჯელობას დაიწყებს.

შარლ მიშელის დოკუმენტში კი წერია რომ მართლმსაჯულების გაუმჯობესებისთვის იუსტიციის საბჭოს რეფორმაა საჭირო. 

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ კლანი ჩქარობს და ცდილობს გავლენები გაიძლიეროს. რადგან თუ პარლამენტში იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე მსჯელობა დაიწყება, ამის საშუალება მათ არ ექნება.