ბორჯომის N2 ქარხნის ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს არ უშვებენ - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

20.05.21 15:12
ბორჯომის N2 ქარხნის ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს არ უშვებენ - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

ბორჯომის N 2 ჩამომსასხმელ ქარხანასთან გაფიცულ მუშებს არ უშვებენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შსს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ქარხნის ტერიტორიაზე შევლის საშუალებას არ აძლევენ. 

მოვედით ახლა აქ. თქვენ დაინახეთ რაც ხდება. სახელმწიფო ცადგა და იცავს სოციალურად უპასუხისმგებლო კომპანიას, რომელიც არღვევს დასაქმებულთა უფლებებს. სწორედ ამიტომ, იმ შემტხვევაში თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, გადავკეტავთ მთლიანად ქალაქს, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 
 

ბორჯომის ქარხნის მუშები N 1 ჩამოსასხმელი ქარხნიდან მსვლელობით N 2 ქარხნისკენ დაიძრნენ, სადაც მათ მასშტაბური საპროტესტო აქცია ჰქონდათ დაგეგმილი. 

ბორჯომის ჩამომსხმეილ ქარხანა უკვე მესამე დღეა არ მუშაობს. გაფიცული მუსაოები შრომითი პირობების გაყუმჯობესებას და ანაზრაურების გაზრდას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები