სამოქალაქო აქტივისტების პროცესი გადაიდო - ბრალდების მხარეს მტკიცებულებები ხელთ არ აღმოაჩნდა

20.05.21 15:24
სამოქალაქო აქტივისტების პროცესი გადაიდო - ბრალდების მხარეს მტკიცებულებები ხელთ არ აღმოაჩნდა

პროცესების სერია საქალაქო სასამართლოში - სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის სასამართლო პროცესი გადაიდო. საპატრულო პოლიციამ მტკიცებულებების სახით სამხრე კამერების ჩანაწერების წარდგენა ვერ მოახერხა, რაც სასამართლო სხდომების ჩაშლის მიზეზი გახდა. სწორედ ამ ჩანაწერებში უნდა ყოფილიყო ასახული სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან კანონდარღვევის ფაქტები. 

სასამართლო პროცესის დაწყების მოლოდინშია სამოქალაქო აქტივისტების მეორე ნაწილი. თუმცა თუ საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა შესაბამისის ვიდეოჩანაწერების წარდგენა ვერც იქ მოახერხეს, სავარაუდოდ, მათი პროცესებიც გადაიდება.
 

მსგავსი სიახლეები