არსებული ინფორმაციით, ლანჩხუთში მეთერთმეტე კლასელმა გოგონამ თავი მოიკლა

20.05.21 15:28
არსებული ინფორმაციით, ლანჩხუთში მეთერთმეტე კლასელმა გოგონამ თავი მოიკლა

ტრაგედია ლანჩხუთში - არსებული ინფორმაციით, სოფელ ქვიანში მეთერთმეტე კლასელმა გოგონამ თავი მოიკლა. სოფლის რწმუნებულმა "ტვ პირველის" კორესპონდენტს უთხრა, რომ  გოგონა ბებიასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა. 

დღეს სკოლაში არ ყოფილა. ძალიან კარგი ბავშვი იყო. ბებია და მამა ზრდიდნენ. არ ვიცი რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება" - ამბობს სოფლის რწმუნებული "ტვ პირველთან". 

მსგავსი სიახლეები