ავარია ბათუმი-ქედას დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე - არიან დაშავებულები

20.05.21 15:42
ავარია ბათუმი-ქედას დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე - არიან დაშავებულები

რამდენიმე წუთის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმი-ქედას დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე.  მსუბუქი ავტომანქანა საპირისპირო გზაზე მომავალ ცემენტის გადამამუშავებელ სატვირთოს შეეჯახა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. 

მსგავსი სიახლეები