სასულიერო პირების მიერ ბავშვთა ზრუნვის სფეროში მიტაცებული ხელისუფლება - მესამე სექტორი მეუფე სპირიდონზე

20.05.21 15:56
სასულიერო პირების მიერ ბავშვთა ზრუნვის სფეროში მიტაცებული ხელისუფლება - მესამე სექტორი მეუფე სპირიდონზე

ორგანული კანონის დარღვევა და სასულიერო პირების მიერ ბავშვთა ზრუნვის სფეროში მიტაცებული ხელისუფლება - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მეუფე სპირიდონის გადაწყვეტიელბას. საქმე ეხება  სასულიერო პირის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში სახალხო დამცველს არ უშვებენ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ანა აბაშიძე პანსიონატში ომბუდსმენის შესვლის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

ის, რომ სახალხო დამცველს დაუხურონ კარი, ეს ნიშნავს ორგანული კანონის დარღვევას. მეორე მხრივ, სახალხო დამცველი აღიარებულია ეროვნულ მექანიზმად მონიტორინგის განხორციელების. ამაში ხელის შეშლა ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, ქალბატონ წულუკიანს როდისმე ეთქვა, რომ ციხის კარი დახურული იქნება ომბუდსმენისთვის. გაერომ პირდაპირ უთხრა სახელმწიფოს, რომ ომბუდსმენის დაუბრკოლებლად უნდა შევიდეს დაწესებულებაში და ყველა სხვა მონიტორინგის ორგანო, რაც სახელმწიფოში უბრალოდ არსებობს. წამყვანი ფაქტორი, სამწუხაროდ, გულის ტკივილით ვამბობ, არის რელიგიური ირაციონალიზმი და სასულიერო პირების მხრიდან ბავშვთა ზრუნვის სფეროში მიტაცებული ხელისუფლება, - ამბობს ანა აბაშიძე.

ანალოგიურად ფიქრობს მამა ანდრია სარიაც.  სასულიერო პირი ამბობს, რომ  სახელმწიფო და საპატრიაქრო არაფორმალურ გარიგებაში არიან, რის გამოც, სახალხო დამცველს საბავშვო პანსიონატში არ უშვებენ.

რომ შევხედოთ მეუფე სპირიდონის სამეტყველო ენას, შეუძლებელია არ შეგეცოდოს ის ბაშვები. მიუღებლობა კრიტიკული აზრისა, ლამის ანატემას გადასცა თითოეული ადამიანი. წარმოდგენაც არ მინდა რას შეილძება ის უშვრებოდეს ბაშვებს კრიტიკული აზრის შემთხვევაში. პირველ რიგში, სახელმწიფოს და საპატრიარქოს ურთიერთობა არ არის მასშტაბური. ყველა ადამიანი, ყუველა ეკლესიის წევრი არ ფიქრობს, როგორც მეუფე სპირიდონი, პირიქით, - ამბობს მამა ანდრია სარია. 

ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ კი კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ.  მმართველი პარტიის წევრი, ალუდა ღუდუშაურის თქმით, ღიაობა კარგია და თუ პანსიონატის ჩაკეტვის არგუმენტები არსებობს, ესეც შესწავლის საგანი უნდა გახდეს. 

რა არგუმენტები ჰქონადთ უარის თქმისა, ამას უნდა გავეცნოთ, შევისწავლოთ და თუ არის დასაბუთებული პრეტენზია, შესაბამისად, იქნება რეაგირება. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ღიაობა არის ამოსავალი წერტილი და ჩაკეტვა და რაიმეს დახურვა არ არის მისასალმებელი, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
 

მსგავსი სიახლეები