რა ქურდი, საბავშვო ბაღია?! - უკრაინაში ქართველ "კანონიერ ქურდებზე" ნადირობა დაიწყო
უკრაინაში ქართველ "კანონიერ ქურდებზე" ნადირობა დაიწყო. დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი "ლაშა სვანი". რამდენიმე წუთის წინ, კი "ნოდარ რუსთავსკის" წინააღმდეგ სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციამ სამართალდამცავი უწყებებიდან გამოჟონა.
რა ქურდი? საბავშვო ბაღია? - ასე პასუხობს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი უკრაინელ სამართალდამცველებს, რომლებმაც დაკავების დროს კიევის სასტუმროში კითხეს რა კავშირი აქვს კრიმინალურ სამყაროსთან.
სპეცრაზმი მძინარე ლაშა ჯაჭვლიანს ნომერში შეუვარდა, ძირს დააგდო, ხელბორკილი დაადო და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. უკრაინის კრიმინალური პოლიციის ინფორმაციით, "ლაშა სვანს" შექმნილი ჰქონდა უკრაინის 5 ქალაქში მთელი სქემა.
ეს პირები ქმნიდნენ კრიმინალურ დაჯგუფებებს და სახელმწიფოში თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით აკონტროლებდნენ, ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს. აქეზებდნენ მათ ახალ დანაშაულებებზე და ქმნიდნენ დამატებით საფრთხეს მოქალაქეებისთვის"- აცხადებს უკრაინის პოლიციის მაღალჩინოსანი.