ყაზახი გამომძიებლები გლდანის ციხეში ასელ აიტპაევას საქმეზე დაკავებულს ჰკითხავენ

20.05.21 17:22
ყაზახი გამომძიებლები გლდანის ციხეში ასელ აიტპაევას საქმეზე დაკავებულს ჰკითხავენ

ყაზახი გამომძიებლები გლდანის ციხეში  ასელ აიტპაევას სიკვდილის საქმეზე დაკავებულ  ბესიკ თორდუას ჰკითხავენ. ქართველი და ყაზახი გამომძიებლები მურად მიერბეკოვის წინააღმდეგ მტკიცებულებებს ეძებენ. 
საპატიმროშ შესვლამდე ყაზახმა გამომძიებლებმა თქვეს, რომ ყაზახური კანონმდებლობიდან გამომდინარე გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. 

ყაზახური კანონმდებლობით მე აკრძალული მაქვს მედიასტან საუბარი. გამოძიებიდან გამომდინარე რაიმეს თქმა ან დადასტურება არ შემიძლია. ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვისთის მიმართეთ ყაზახეთის შსს-ს, - ამბობს ყაზახი გამომძიებელი. 

ბრალდებულ ბესიკ თორდუას ადვოკატი კი ამბობს, რომ ყაზახელ გამომძიებლების ინტერესს ტრეფიკინგის მუხლით დაწყებული საქმეა, რომელიც ყაზახეთში მურად მიერბეკოვის წინააღმდეგ არის აღძრული.
 

მსგავსი სიახლეები