ავარის ბოლო ზარის დღეს - დაშავებულია 4 ახალგაზრდა

20.05.21 17:44
ავარის ბოლო ზარის დღეს - დაშავებულია 4 ახალგაზრდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ფახულანის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ავარიაში მოყვნენ. შემთხვევა სოფელ ლიაში მოხდა. 

ოთხი დაშავებული ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.