ძლიერი ხანძარი თბილისში

20.05.21 18:17
ძლიერი ხანძარი თბილისში

თბილისში, თემქაზე ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი მატრასების ცეხში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიაცხადებენ, რომ ცეცხლის ქრობის პროცესი უკვე დაწყებულია.

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 15-მდე ეკიპაჟი მუშაობს.

"ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი დეტალებს ადგილზე უკვე აზუსტებს. 

მსგავსი სიახლეები