თემქაზე ავეჯის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

20.05.21 19:22
თემქაზე ავეჯის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, თემქაზე ავეჯის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია  tvpirveli.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ცეცხლიავეჯის საწყობს გაუჩნდა. ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ტვ პირველის კორესპოდენტის ცნობით, საამქროში ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს. 

მონადირის 14 ნომერში ხანძარი ლიკვიდირებულია. იწვოდა ხის საამქრო, ადგილზე უმოკლეს დროში მობილიზებული იყო 14 სახანძრო. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე გვერდით მდგომ საცხოვრებელ სახლებში. მეხანძრე - მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა მალევე ხანძრის ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილა ხანძრის გავრცელება. ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინ არ არის. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე.

მსგავსი სიახლეები