რომის ქართული ეკლესია დაარბიეს - ეძებდნენ ძვირათღირებულ ნივთებს და ფულს

20.05.21 20:02
რომის ქართული ეკლესია დაარბიეს - ეძებდნენ ძვირათღირებულ ნივთებს და ფულს

რომის ქართული ეკლესია დაარბიეს - იტალიის პოლიციის კრიმინალისტიკური სამსახური საკურთხეველში ამ წუთებშიც მუშაობს. 

თავდამსხმელები ტაძარში სავარაუდოდ გამთენიისას შეიჭრნენ. ეძებდნენ მოოქროვილ ნივთებს და ფულს. ზიარებისთვის განკუთვნილი ღვინო კედლებს მიასხეს და გადმოყარეს სიწმინდეები.  

ამ დრომდე სამართალდამცველები ვერ ახერხებენ დაადგინონ ვინ დგას თავდასხმის უკან. 

მამა იოანეს თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ წირვაზე ტაძარში მისულს ყველაფერი დარბეული დახვდებოდა.