სუიციდი ოზურგეთში - ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

20.05.21 20:06
სუიციდი ოზურგეთში - ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

სუიციდი ოზურგეთში - ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი არასრულწლოვანის სახლთან ხმაური იყო. კრიმინალური პოლიციისა და პროკურატურის მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ, არასრულწლოვნების გადაყვანა დაკითხვაზე, მეურვის გარეშე სცადეს, რასაც სამართალდამცველებსა და გარდაცვლილის ნათესავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ტვ პირველის კორესპოდენტის ცნობით, პოლიციას გარდაცვლილის 17 წლის ძმა სახლიდან მალულად გაჰყავდა, რასაც გარდაცვლილის ბებიისა და ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. 

მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.