ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - ნაცემია ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელი
ბათუმში კომპანია "ბეშიქ თაქშ გრუპის" ოფისში 30 ბათუმელი მეზღვაურის ოჯახის წევრები შეიჭრნენ და კომპანიის ინვენტარი დააზიანეს. ნაცემია "ბეშიქ თაქშ გრუპის"-ის თანამშრომელი.
ინცინდენტამდე აღნიშნული პირები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციას მართავდნენ.
მომხდარის გამო, ერთ-ერთი მეზღვაურის დედა და ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანა.
მეზღვაურების მშობლები კომპანიისგან თანხის დაბრუნებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, "ბეშიქ თაქშ გრუპმა" დასაქმების მიზნით 30-მდე მეზღვაურის თანხა მიითვისა, პასუხისმგებელი პირები კი მეზღვაურებს ემალებიან.
აღმაშენებლის ქუჩაზე, მდებარე კომპანიის თანამშრომლებ ირწმუნებიან, რომ თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდნენ. ისინი თარჯიმნის პოზიციაზე მუშაობენ.