თბილისში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა - არიან დაშავებულები
თბილისის ცენტრში, ყაზბეგის გამზირზე, მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. tvpirveli.ge -ს ინფორმაციით, მომხდარს წინ ავტოსაგზაო შემთხვევა უძღოდა. კერძოდ, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგანაც ერთ-ერთი აალდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
tvpirveli.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ადგილზე სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.