სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - დაჭრილია ერთი პირი

20.05.21 23:29
სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - დაჭრილია ერთი პირი

თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ,  შელაპარაკება უძღოდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღითაა დაჭრილი. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. 

tvpirveli.ge შს სამინისტროს უკვე დაუკავშირდა. უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

 

 

მსგავსი სიახლეები