სოხუმში ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

21.05.21 10:22
სოხუმში ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ოკუპირებულ სოხუმში ირწმუნებიან, რომ  თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის, ქემალ არძინბას მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. 

დე ფაქტო გენერალური პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ბატალ ფილია.

ბატალ ფილიას აფხაზეთის კრიმინალურ წრეებში კარგად იცნობენ. ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებისთვის, ნარკოტიკის უკანონოდ შენახვისთვის და ბუნტისთვის არაერთხელაა ნასამართლევი. 

ქემალ არძინბას თავს მიმდინარე წლის 18 მაისს დაესხნენ. ახალგაზრდა მამაკაცს მინიმუმ სამჯერ ესროლეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

მსგავსი სიახლეები