საქართველოში დემოკრატიულობის მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულზეა - Freedom House-ის ანგარიში

21.05.21 10:33
საქართველოში დემოკრატიულობის მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულზეა - Freedom House-ის ანგარიში

საქართველოში დემოკრატიულობის მაჩევენებელმა  ისევ იკლო. ამის შესახებ ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაცია  Freedom House აქვყენებს. 

დემოკრატიის კომპონენტში 100-დან საქართველოს 36.3% აქვს, რაც გასულ წელთან შედარებით, 1.2%-ითაა შემცირებული. ქართული დემოკრატია კი 7-ქულიან შკალაზე 3.18 ქულით არის შეფასებული.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა, რის გამოც საარჩევნო პროცესის შეფასება 3.25-დან 3.0-მდე  შემცირდა.
3.75-დან 3.5-მდე შემცირებულია მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგიც.

ანგარიშში ასევე, ხაზგასმულია რელიგიური უმცირესობების შევიწროების ფაქტებიც.

საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს მხოლოდ ინტერნეტ თავისუფლების რეიტინგში აქვს. ის 100-დან 76 ქულით შეფასდა.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო ისევ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება. 
 

მსგავსი სიახლეები