"ბორჯომის" ქარხანა ისევ გაჩერებულია - დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება

21.05.21 11:21
"ბორჯომის" ქარხანა ისევ გაჩერებულია - დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია  იგეგმება

ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ქარხანა ისევ გაჩერებულია. კომპანია „ბორჯომის“ გაფიცული 350 თანამშრომელი დღეს 4 საათზე მასშტაბურ აქციას გეგმავს. გაფიცულების მხარდასაჭერად ბორჯომში რეგიონებიდანაც ჩავლენ. 

გუშინ საღამოს კომპანია „ბორჯომმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის მზაობა გამოხატა. კომპანიის ხელმძღვანელობა დასაქმებულებთან მოლაპარაკებების ჩაშლაში პროფკავშირების თავმდჯომარეს, გიორგი დიასამიძეს, ადანაშაულებენ.

გიორგი დიასამიძე აღნიშნულ განცხადებას არასერიოზულს უწოდებს. პროფკავშირების გარეშე მენეჯმენტთან მოლაპარაკებებს გამორიცხავენ თავად გაფიცულებიც. 

კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლები უკვე მეოთხე დღეა, გაფიცულები არიან. მათი მოთხოვნები უცვლელია: სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების გაზრდა.