"წყალი მარგებელის" გაფიცულ თანამშრომლებს პროფკავშირების წარმომადგენლები შეხვდნენ

21.05.21 11:29
"წყალი მარგებელის" გაფიცულ თანამშრომლებს პროფკავშირების წარმომადგენლები შეხვდნენ

„წყალი მარგებელის“ თანამშრომლების პროტესტი გრძელდება.  სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ მძღოლები და დისტრიბუტორები  პირობების გაუმჯობესებამდე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ. 

გაფიცულ თანამშრომლებს ცოტა ხნის წინ პროფკავშირების წარმომადგენლები შეხვდნენ. ისინი კომპანიაში არსებულ ხარვეზებსა და გადაცდომაზე საუბრობენ. 

პროფკავშირების წარმომადგენლები  კომპანია „ენგადის“ ხელმძღვანელობას მოლაპარაკებების მოთხოვნით დღესვე მიმართავენ. 

„წყალი მარგებელის“ თანამშრომლები მეორე დღეა, გაფიცულები არიან. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის გაზრდას ითხოვენ. 
 

მსგავსი სიახლეები