ქუჩური გარჩევა და დაჭრა დიდ დიღომში - ბრალდებული დაკავებულია

21.05.21 11:40
ქუჩური გარჩევა და დაჭრა დიდ დიღომში - ბრალდებული დაკავებულია

ქუჩური გარჩევა და დაჭრა დიდ დიღომში - ტვ პირველმა გვიან ღამით მომხდარი ფაქტის დეტალები გაარკვია. "პირველების" ინფორმაციით, სისხლიან დაპირისპირებას ახალგაზრდებს შორის წინ ჩხუბი უძღოდა. ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. დანით მიყენებული ჭრილობებით დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. დაჭრილს პირველადი დახმარება ადგილობრივებმა გაუწიეს. 

მამაკაცი მუცლისა და ბარძაყის არეშია დაჭრილი. ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

 

მსგავსი სიახლეები