ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

21.05.21 12:46
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას, სასამართლო პროცესი 25 მაისამდე გადაიდო. 

პროცესის გადადება დაცვის მხარემ მოითხოვა, რათა მელიას დაცვის უფლების განხორციელება ჯეროვნად მოხდეს.

ბრალდების მხარის განმარტებით, დაცვის მხარე ითხოვდა, მოწმეთა შესახებ წინასწარ სცოდნოდათ, დღევანდელ პროცესზე კი მოწმეს არ ჰკითხავენ.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.