იყო თუ არა გარდაცვლილი გოგონა ოჯახური ძალადობის ან სკოლაში ჩაგვრის მსხვერპლი - საქმეში სოც.მუშაკი გუშინ ჩაერთო

21.05.21 13:11
იყო თუ არა გარდაცვლილი გოგონა ოჯახური ძალადობის ან სკოლაში ჩაგვრის მსხვერპლი - საქმეში სოც.მუშაკი გუშინ ჩაერთო

სუიციდი ლანჩხუთში - მეთერთმეტე კლასის მოსწავლის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ქეთი გეგუჩაძის ძმა, 17 წლის არასრულწლოვანი სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხა. 

როგორც სოც.მუშაკი "ტვ პირველის" კორესპონდენტს უყვება, მოზარდს მამასთან შესაძლო კონფლიქტზე არ უსაუბრია და საქმეში რაიმე სახის საეჭვო გარემოება არ გამოკვეთილა. 

სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ არასრულწლოვანი კიდევ ერთხელ გამოიკითხება. 

არაფერი გამოკვეთილა, მამასთან კონფლიქტზე არაფერი უთქვამს. ისეთი არაფერი გამოკვეთილა. გუშინ საღამოდან ჩავერთეთ პროცესში"- ამბობს სოც. მუშაკი, რომელმაც პირველი კომენტარი "პირველებს" მისცა. 

გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს, იყო თუ არა მე-11-ე კლასელი გოგონა ოჯახური ძალადობის ან სკოლაში ჩაგვრის მსხვერპლი. 

სოც.მუშაკები ამბობენ, რომ მსგავსი ინფორმაცია მათ არ ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოკვლევას დაიწყებდნენ. 

დილიდან გურიაში საგამოძიებო მოქმედებები არ წყდება. პოლიციაში ჯგუფ-ჯგუფად მიჰყავთ ადამიანები, ვისაც რაიმე შეხება ჰქონდა გარდაცვლილთან. 

გუშინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.