მეზღვაურების კუთვნილი თანხის შესაძლო მითვისება - შსს-მ გამოძიება დაიწყო

21.05.21 13:32
მეზღვაურების კუთვნილი თანხის შესაძლო მითვისება - შსს-მ გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიატრომ, ბათუმში  მეზღვაურების კუთვნილი თანხის, სავარაუდო  თაღლითობის ფაქტზე "სისხლის სამართლის კოდექსის" 180-ე მხულით გამოძიება დაიწყო, რაც თაღლითობას გულისხმობს.

ამასთან, გამოძიება კომპანია  "ბეშუქთაქშ გრუპში" მომხდარ ინცინდენტზეც  "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, გუშინ ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე, კომპანია "ბეშიქთაქშ გრუპის" ოფისში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო.


ბათუმელი მეზღვაურების ოჯახის წევრები, რომლებიც აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციას მართავდნენ, აღნიშნული კომპანიის შენობაში შეიჭრნენ და კომპანიის ინვენტარი დააზიანეს, ასევე იქ მყოფ თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავის მხრივ, კომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებმა თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდნენ და ისინი თარჯიმნის პოზიციაზე მუშაობენ.

მეზღვაურების ოჯახის წევრები აცხადებენ, თურქულმა კომპანიამ 30-მდე მეზღვაურის თანხა მიითვისა.

მსგავსი სიახლეები