31 წლის კაცი ყოფილი ცოლის ცხედარს 2 დღე საბარგულში მალავდა - სასტიკი მკვლელობის დეტალები

07.06.23 11:00
31 წლის კაცი ყოფილი ცოლის ცხედარს 2 დღე საბარგულში მალავდა - სასტიკი მკვლელობის დეტალები

კაცი, რომელიც არსებული ინფორმაციით, ყოფილი ცოლის ცხედარს 2 დღის განმავლობაში ავტომობილში  მალავდა, შემდეგ კი ხევში გადააგდო, დუმილის უფლებას იყენებს. 

მკვლელობისთვის დაკავებული 31 წლის ნიკა ლაჩაშვილის ადვოკატი კი დანაშაულის მოტივად დაკავებულის მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემებს ასახელებს. 

ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად მოკლული 27 წლის მარიტა მაზიაშვილი კი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადასვენებული. "პირველებთან" მისი ახლობლები ჰყვებიან რომ ქალი  სამი დღის წინ გაუჩინარდა, მის ძებნაში კი მეგობრებთან, ერთად მკვლელობაში ბრალდებული კაციც მონაწილეობდა. 

ირკვევა ისიც რომ, ლაჩაშვილი ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც კი გადიოდა მკურნალობას. 

"ამ ადამიანის ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე, ფსიქიკური პრობლემები აქვს. მკურნალობასაც გადიოდა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მას შემდეგ კი რაც დაწესებულება დატოვა, ექიმის დანიშნულებით, რეგულარულად იღებდა მედიკამენტებს და გადიოდა მკურნალობას"- აცხადებს ადვოკატი.