გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები - მესამე სექტორი „FREEDOM HOUSE“-ის ანგარიშზე

21.05.21 13:40
გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები  - მესამე სექტორი „FREEDOM HOUSE“-ის ანგარიშზე

არასამთავრობო ორგანიზაციები „FREEDOM HOUSE“ ანგარიშს ეხმაურებიან და ქვეყანაში არსებულ მძიმე გამოწვევებზე საუბრობენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება არსებულ პრობლემებს არ აღიარებს, უფრო სავალალო შედეგი დადგება. 

გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები ქვეყნის შიგნით და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახება ამ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენს ქვეყანაში ნორმალური არჩევნების ჩატარებას და ზუსტად ამიტომ, ამ ნაწილში ქულა არის დაკლებული. ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი სასამართლო სისტემა და ამაზე საუბრობს უკვე მთელი მსოფლიო. როდესაც ამ გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ცხადია, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში მთავრობა გააკეთებდა დიდ გადატვირთვას, - ამბობს ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური. 

საერთაშორისო ორგნიზაცია “FREEDON HOUSE” -მა მორიგი ანგარიში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.  ანგარიშის ტანახმად საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელმა კიდევ დაიწია. ქართული დემოკრატია  7-ქულიან შკალაზე 3.18 ქულით არის შეფასებული.