პროტესტი ახალ მასშტაბებს იძენს - "ბორჯომის" შემდეგ "ნაბეღლავის" ქარხნის მუშები გაიფიცნენ

21.05.21 15:11
პროტესტი ახალ მასშტაბებს იძენს - "ბორჯომის" შემდეგ "ნაბეღლავის" ქარხნის მუშები გაიფიცნენ

პროტესტი ახალ მასშტაბებს იძენს - კომპანია  „ბორჯომის“ თანამშრომლების შემდეგ  „ნაბეღლავის“ ქარხნის მუშები გაიფიცნენ. ამ დროისათვის „წყალი მარგებელის“ და „ბორჯომის“ თანამშრომლები სამ ლოკაციაზე არიან შეკრებილი. ამ ფორმით ისინი ცდილობენ, ხმა დამსაქმებელს მიაწოდონ. 

კომპანია“ბორჯომის“ გაფიცულმა თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ ქარხნის ტერიტორიიდან ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მოსახლეობას 4 საათზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. 

ვაპირებთ, მთელ რაიონს გავაგონოთ, რომ „ბორჯომის“ თანამშრომლები არიან გაფიცულები და მოვუწოდებთ ყველა ბორჯომელს, რომ ჩვენს გვერდზე დადგნენ, - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე. 

ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც აქციაა დაგეგმილი, უკვე მივიდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები. ადგილზე სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავიდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც. 

უკვე მეოთხე დღეა, 500-მდე გაფიცული მუშა სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებს. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.