საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ქართველი თავისუფალია

21.05.21 17:56
საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ქართველი თავისუფალია

საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ქართველი, თავისუფალია. როგორც   ვანში ზვიად ცხვარაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, მათი ახლობელი სასამართლომ გაამართლა, რადგან მას ძარცვასთან კავშირი ვერ დაუმტკიცდა.

მათი თქმით, ზვიად ცხვარაძე წლების განმავლობაში საბერძნეთში კომპიუტერის პროგრამისტად მუშაობდა და მასთან სავარაუდოდ, ნაქურდალი ნივთები გასაკეთებლად მიიტანეს. აღნიშნული კომუნიკაციის გამო ის დააკავეს. როგორც მის ცოლი აცხადებს,  ცხვარაძეს დაკავებულ პირებთან სხვა კომუნიკაცია არ ქონია და არცერთს იცნობდა.

ქურდობის ბრალდებით საბერძნეთში ქართველი დამნაშავეების ჯგუფი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია. ირკვევა, რომ მოპარული ძვირფასეულობა ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.

სამართალდამცველებმა ძვირადღირებული ორი ავტომობილიც ამოიღეს. ათენის პროკურატურა დაკავებულების ვინაობას ასაჯაროვებს. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ქართველები იპარავდნენ ყველაფერს დაწყებული ძვირადღირებული Rolex-ის საათებით დამთავრებული მოვერცხლილი დანა-ჩანგლის კომპლექტით. 

მსგავსი სიახლეები