გურჯაანში მშობლებს შორის დაპირისპირებას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა

გურჯაანში მშობლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა. ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება, რის შედეგადაც გახდება ცნობილი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.
ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.