შაქარაშვილის საქმე - სასამართლო განაჩენს რამდენიმე საათში გამოაცხადებს

09.03.21 12:28
შაქარაშვილის საქმე - სასამართლო განაჩენს რამდენიმე საათში გამოაცხადებს

შაქარაშვილის საქმე -  მოსამართლე ზუსტად 3 საათზე  საბოლოო გადაწყვეტილებას გამოცხადებს. 19 წლის ფეხბურთელის განზარხ მკველობას 5 პირს ედავებიან. საქმის მასალების მიხედვით ბრალდებულებმა  გიორგი შაქარშვილი ჯერ სასტიკად სცემეს შედემეგ კი მდინარე არაგვში ჩაახრჩვეს.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები დამეგობრები გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებიან.

ამ დანაშაულთა მიმართებაში წლებზე არც უნდა იყოს მემგონი საუბარი, 17 წელი, თუ 30, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ ეს 17 წელი არ არის იმდენად დიდი ამ საქმესტან მიმართებაში, რომ გამოვიდეს ვიღაც და თქვას, რომ აი, ჩემი შვილი ცოდოა. დამნასავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს, - ამბობს შაქარაშვილის ერთ-ერთი მეგობარი.

დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ  საკვანძო კითხვებზე პასუხი გაცემული არ არის და სწორედ ამიტომ ისინი გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან.

ვერ იქნა დადგენილი გიორგი შაქარაშვილის გადაადგილების სრული მარშრუტი, ვერ იქნა დადგენილი,  გამოკვლეული მტკიცებულებებით რომელი ადგილიდან აღმოჩნდა მდინარე არაგვში. გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი, მაგალითად, გიორგი შაქარაშვილი როდის გარდაიცვალა. გარდაცვალების არათუ ზუსტი დრო საათების და წუთების მითითებით, თარიღიც კი დაუდგენელია, - ამბობს უფლებადამცველი.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის თქმით, თუ სამართლებრივ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაშინ მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.

თუ ჩვენ ვართ სამართლებრივად შემდგარი ქვეყანა მოლოდინი არის მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს არის გამამართლებელი განაჩენი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ საქართველო შედგა როგორც სამართლებრივი ქვეყანა და არ ცხადდება განაჩენები რაიმე დაკვეთების, შეკვეთების გარემოებების გათვალისწინებით, - ამბობს ადვოკატი.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას რამდენიმე საათში გამოაცხადებს.